logo
logo
Sign in

საერთაშორისოო

avatar
natia garashvili
საერთაშორისოო

მნიშვნელოვანი შეღავათებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებით ბევრი ქართული კომპანია დაინტერესდა. მათ გაუჩნდათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხებიც პირდაპირ არ იკითხებოდა მთავრობის დადგენილებიდან. ამ სტატიაში პასუხი გაცემულია სწორედ ამ ბუნდოვან საკითხებზე.

 

რა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ამ სტატუსის მფლობელ კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს მნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-სა. ასევე მოგების გადასახადი განისაზღვრება 5%-ით ნაცვლად 15%-სა. ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანი შეღავათებია და შედეგად მრავალი კომპანიის მფლობელსა და მენეჯერს გაუჩნდა კითხვა – ხომ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ჩემი კომპანია?

 

რომელი კომპანიები შეძლებენ საერთაშორისო სტატუსის აღებას?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის აღების უფლება აქვთ მხოლოდ გარკვეულ სფეროებში მოღვაწე საწარმოებს. კერძოდ, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ IT სფეროსა და საზღვაო სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს.

გარდა ამისა, სტატუსის ასაღებად საჭიროა რომ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამის სფეროებში მოღვაწეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. თუმცა, დადგენილება ასევე საშუალებას იძლევა, რომ სტატუსი მიიღოს იმ კომპანიამაც, რომელსაც ჰყავს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/საწარმოები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აღსანიშნავია რომ სტატუსის მისაღებად არაა სავალდებულო რომ კომპანიის შემოსავლების 100% იყოს ნებადართული საქმიანობებიდან (IT და საზღვაო სფეროები), თუმცა სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს ჯამური შემოსავლების 2%-ს კალენდარული წლის განმავლობაში.

 

ხშირად დასმული 

collect
0
avatar
natia garashvili
guide
Zupyak is the world’s largest content marketing community, with over 400 000 members and 3 million articles. Explore and get your content discovered.
Read more